პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სერვისები

მიიღეთ დოკუმენტები საქართველოში ჩამოუსვლელად

დისტანციური მომსახურების სამსახური საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს ონლაინ სერვისებს სთავაზობს, რომლითაც შესაძლებელია სასურველი მომსახურების სახლიდან/ქვეყნიდან გაუსვლელად მიღება. მოქალაქეებს განცხადების შევსება სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ. ონლაინ რეჟიმში ელექტრონული ფორმით განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა მოქალაქეს გააჩნდეს ვებკამერა, ყურსასმენი და მიკროფონი

მეტის ნახვა

თანამემამულის სტატუსი და მოწმობა

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში; ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ვრცელდება აღნიშნული სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებზე (მეუღლე და შვილი).

მეტის ნახვა

საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი

საბერძნეთში ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი მოიცავს საბერძნეთის რესპუბლიკაში ამჟამად მოქმედ ყველა იმ სამართლებრივ დოკუმენტს, რომლებიც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს საბერძნეთში ლეგალურად თუ არალეგალურად ბინადრობის პირობებში, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა განათლების მიღება, ჯანდაცვის მომსახურება, დასაქმება და სხვა.

მეტის ნახვა

გზამკვლევი ლეგალური ემიგრაციის და იმიგრაციის შესახებ

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას „ლეგალური მიგრაცია - საუკეთესო არჩევანი”, რომლის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო გზამკვლევი ლეგალური ემიგრაციისა და იმიგრაციის შესახებ.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები