პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები

 

კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების პროგრამა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს, მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და პროგრამა "დანერგე მომავალის" ფარგლებში მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მირებულლი მოსავლის აგრო-ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შესახვის უზრუნველყოფას.

პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მეტის ნახვა

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს, მიზნად ისახავს ბიოწარმოების მხარდაჭერას ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად. პროგრამის ამოცანაა ბიოწარმოების მსურველი პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა.

თუ ხართ დაინტერესებული ბიომეურნეობით, სახელმწიფო გთავაზობთ არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლისას გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.

 

მეტის ნახვა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით. პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტეში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

მეთხილე ფერმერებმა ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა დაარეგისტრირონ თხილის ბაღები თხილის ბაღების კადასტრში.

 

მეტის ნახვა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა 

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელსაც "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.

 

პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.


მეტის ნახვა

"საქართველოს აგროსასურსათო სექტორი - თქვენი ინვესტიციისთვის!" - გზამკვლევი

გზამკვლევი საქართველოს აგროსასურსათო სექტორის შესახებ დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინფორმაციას საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე შემდეგი მიმართულებებით: თხილის წარმოება; ვაშლის წარმოება; მოცვის წარმოება; ბლის წარმოება; მანდარინის წარმოება; ატმის წარმოება; ხურმის წარმოება; კიტრის წარმოება; პომიდვირის წარმოება; ხახვის წარმოება; სტაფილოს წარმოება; მწვანილის წარმოება; კარტოფილის წარმოება; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება; ღორის ხორცის წარმოება; ფრინველის ხორცის წარმოება; მტკნარი წყლის თევზის წარმოება; რძის პროდუქტების წარმოება; თაფლის წარმოება; ჩაის წარმოება და ხორბლის წარმოება.

 

მეტის ნახვა

დანერგე მომავალი

პროგრამა დანერგე მომავალი, რომელსაც "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტური გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. პროგრამა, ასევე, მიზნად ისახავს ადგილობრივი მაღალხარისხიანი სანერგე მასალების წარმოების მხარდაჭერას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებასა და მეხილეობის სექტორის გაუმჯობესებას.

პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას სამი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში: ბაღების კომპონენტი (1), სანერგეების კომპონენტი (2), სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებიან/და ჭის/ჭაბურთულის/სატუმბი სადგურის მოწყობის კომპონენტი (3).

 

მეტის ნახვა

აგროდაზღვევა

აგროდაზღვევის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს "სოფლის განვითარების სააგენტო", მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებასდა რისკების შემცირებას. პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან აფორმებს ხელშეკრულებებს, რომლის საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებასდა მათ მონიტორინგს.

პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

მეტის ნახვა

შეღავათიანი აგროკრედიტი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, რომელსაც "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს, მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით. პროექტის ფარგლებში, შეღავათიან აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. პროექტის ფარგლებში, ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს სესხი 7000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით.

მეტის ნახვა

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას, რომელსაც "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობას, შედეგად თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. პროგრამა ითვალისწინებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობას.

სააგენტო, ასევე, განახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისათვის ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში და სხვა.

მეტის ნახვა

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა

პროგრამა შეჩერებულია

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც ახორციელებს "სოფლის განვითარების სააგენტო" მიზნად ისახავს სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის დარგის მიმართულებით თანადაფინანსებას როგორც ახალი საქმიანობის დაწყების, ასევე არსებულის გაფართოების/მოდერნიზების/გადაიარაღების შემთხვევაში.


მეტის ნახვა

საპილოტე პროგრამა ქალებისთვის

საპილოტე პროგრამა ქალებისთვის, რომელსაც "სოფლის განვითარების სააგენტო" ახორციელებს, მიზნად ისახავს საპილოტე მუნიციპალიტეტებში ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაციას საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, მათ შორის - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.

პროგრამა ხორციელდება მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები