პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სხვა პროგრამები

ENPARD-3: საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარება 

პროგრამა ENPARD ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის უშუალო ჩართულობით და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია, სოფლებში სიღარიბის შემცირება, სოფლის განვითარების ხელშეწყობა, სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვა და სოფლის ეკონომიკური დივერსიფიკაცია, დასაქმება და მომსახურება. 

პროექტი მხარს უჭერს უფრო მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრებას საქართველოს მიზნობრივ რაიონებში, მათ შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.


მეტის ნახვა

სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD), ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად. 

ინიციატივის მიზანია ქართველ ფერმერებს სოფლის მეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობებზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროს შექმნას.

 

 

მეტის ნახვა

სოფლის მეურნეობის განვითარება

სოფლის მეურნეობის განვითარება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „ზრდა/Zrda“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იგი გულისხმობს სოფლად საოჯახო მეურნეობების დახმარებას მათი პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით. კერძოდ, პროექტი მოიცავს ბოსტნეულის, კენკრის და მეფუტკრეობის წარმოების, ასევე, ხილის ბაღების სექტორს. პროექტი ფოკუსირებულია ფერმერებისთვის წარმოების ახალი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობაზე, ტექნიკურ დახმარებასა და მათთვის ტრენინგების ჩატარებაზე, საბაზრო კავშირების ხელშეწყობასა და ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემები სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის (პანკისის ხეობა), შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში. პროექტში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს/ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს წლის ნებისმიერ დროს.

მეტის ნახვა

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა ორიენტირებულია კენკროვანი კულტურების (კივის ჩათვლით), მწვანილის, კურკოვანი ხილის, თესლოვანი ხილის (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეულის, მანდარინის, სუფრის ყურძნის, კაკლის, ფსტისა და ნუშის პროდუქციის ხელშეწყობაზე. პროგრამის სამიზნე ჯგუფებია ბაზარზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, დარგობრივი ასოციაციები, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლები. პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: ფინანსურ მხარდაჭერას თანაინვესტირების პრინციპით და ტექნიკურ დახმარებას. პროგრამის ფარგლებში გრანტები გაიცემა კონკურსის წესით წლის სხვადასხვა პერიოდში.

მეტის ნახვა

მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)

პროექტი „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ ხორციელდება ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდა სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ზემო სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და ზემო იმერეთში. 

პროექტი მდგრადი სამთო ტურიზმის მიმართულებით გულისხმობს: სტრატეგიული პოლიტიკის და დოკუმენტების შემუშავებაში ხელშეწყობას; ორი რეგიონის - სვანეთისა და რაჭის ბრენდის შექმნასა და  რეგიონალური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას; ახალი საბაზრო შესაძლებლობების აღმოჩენა-განვითარებას; საგრანტო დახმარებას ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის.

ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი პროექტი: კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობის შეფასების პროცესს;  ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან (თვითმართველობა, კერძო სექტორი, მწარმოებლები) თანამშრომლობით, იგი ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის რეგულაციების შესახებ აღნიშნულ სექტორში; დახმარებას უწევს ორგანული პროდუქტების სერტიფიცირების პროცესს; ასევე, პროექტი საგრანტო / აღჭურვილობით დახმარებას სთავაზობს ადგილობრივებს ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში.

პროექტის ბენეფიციარები: ტურიზმის სფეროში მოღვაწე 400 მცირე საწარმო, 300 განთავსების მომსახურების მიმწოდებელი, 300 სხვა ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, 230 ფერმერი, 2 სასერთიფიკატო ორგანო, 76 ადგილობრივი მოსახლე და სხვ.

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები