პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სასწავლებლად

განათლების საერთაშორისო ცენტრი პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყოველწლიურად აცხადებს სასტიპენდიო კონკურსებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სასწავლებლად. პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. 

სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებ პირებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ ან უკვე სწავლობენ უცხოეთში და ესაჭიროებათ სწავლების შემდეგი წლისთვის სტიპენდიის მიღება. 

 

კერძოდ, აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამებია:

1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს; 

2. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. იხილეთ ვრცლად

 

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.  კერძოდ, პირი, რომელიც: 
1. ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს; 
2. სწავლობს მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზე; 
3. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას. იხილეთ ვრცლად

 

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები - პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან/ჩარიცხულნი არიან საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ პროგრამით პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრება ყოველწლიურად კონკურსის გამოცხადებისას). კერძოდ, პირი, რომელიც: 
1. ფლობს ბაკალავრის ან/და შემდგომი საფეხურის აკადემიურ ხარისხს;  
2. სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე;  
3. სწავლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პრიორიტეტულად გამოცხადებული მიმართულების/დარგის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას საგანმანათლებლო პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. იხილეთ ვრცლად

 

 სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 30 წლის ჩათვლით ასაკის საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი, ან  სწავლობენ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ან სწავლობენ საფრანგეთში: ა) სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და სურთ მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოპოვება; ბ) ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. იხილეთ ვრცლად

 

 აკადემიური პროგრამები იტალიაში - პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებსაც:

- მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი,  - სწავლობენ იტალიაში, პარტნიორ უნივერისტეტში, ამ პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტული მიმართულების სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე და სურთ მომდევნო აკადემიური წლისთვის სწავლის დაფინანსების მოპოვება პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში (პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრება ყოველწლიურად კონკურსის გამოცხადებისას).

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის 35 წლის ასაკის ჩათვლით, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველთათვის - ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. იხილეთ ვრცლად

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდს: www.iec.gov.ge 

სასარგებლო ბმულები