პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

StopCov.ge - ყველაფერი კორონავირუსის შესახებ 

მსოფლიოში არსებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს/საკონსულო დაწესებულებას ცხელი ხაზის მეშვეობით, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში კი, თქვენ უნდა შეავსოთ სპეციალური კითხვარი, რომელიც განთავსებულია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ისე საქართველოს საელჩოების/საკონსულო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე.  

ადგილსამყოფელ ქვეყანაში დარჩენის შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოგიწოდებთ მაქსიმალურად მიიღოთ მხედველობაში თქვენი ადგილსამყოფელი ქვეყნის მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები და დაემორჩილოთ შესაბამის წესებსა და რეგულაციებს, რომლის თაობაზეც მუდმივად ქვეყნდება ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგნელობების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელში.

ამასთან, უცხოეთში მყოფ დაინტერესებულ თანამემამულეებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - www.StopCov.ge, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს ხუთ ენაზე - ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. კერძოდ, საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეებს ვებ-გვერდი საშუალებას აძლევს, მიოძიონ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების, სახელმწიფო დისტანციური სერვისების თაობაზე, აგრეთვე, იხილოთ ყოველდღიურად განახლებადი სტატისტიკური სახის ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით როგორც საქართველოში, ისე თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყანაში და მიიღოთ პასუხები COVID-19-ის შესახებ ისეთ ხშირად დასმულ შეკითხვებზე, როგორიცაა მაგალითად: როგორია ზოგადი რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად? როგორია კორონავირუსის სიმპტომები? როგორ გადაეცემა კორონავირუსი ადამიანს? და ა.შ.

 

#დარჩისახლში

                                                                                                         

 

 

სასარგებლო ბმულები