პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

26 მაისს ნიუ იორკში Globalize კონფერენცია გაიმართება


23.05.2023

2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში, Webster Hall-ში, Globalize კონფერენცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც წამყვან, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები წარუდგინონ პოტენციური ინვესტორებს.

კონფერენციის მიზანია, ერთის მხრივ, გააერთიანოს ქართული დიასპორა, ინვესტორები, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეები, დისტრიბუტორები და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორები. მეორეს მხრივ, მათ წინაშე წარადგინოს როგორც ქართული ბიზნესი და ტექნოლოგიები, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე.

კონფერენციაზე დასარეგისტრირებლად და სპიკერების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ლინკს - https://lnkd.in/dKx-CxPu