პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ავსტრიაში საქართველოს ელჩი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება


13.09.2021

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ტიროლის ფედერალურ მიწაზე, ავსტრიაში საქართველოს ელჩის, ქეთევან ციხელაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე დაესწრება ავსტრიაში საქართველოს კონსული, შორენა წიკლაური.

შეხვედრა გაიმართება 17 სექტემბერს, 17:00 საათზე ქ. ინსბრუკში საქართველოს საპატიო საკონსულოში (მისამართი: Mitterweg 24, Innsbruck), რომელსაც აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ოფიციალურად გახსნის.

შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ელ. მისამართზე:

[email protected]

აქვე გაცნობებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, შეხვედრაზე დასწრება შეზღუდულია.

გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიება წარიმართება ავსტრიაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების სრული დაცვით, რაც გულისხმობს ე.წ. 3G (Getestet, Geimpft, Genesen) წესის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას.