პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ვენაში მოქმედ საკვირაო სკოლებს ეწვია


20.06.2022

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილი, 4 და 5 ივნისს ვენაში მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს ეწვია და მოსწავლეებისთვის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ხატვის მასტერკლასებს დაესწრო. 

ელჩი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და მის მნიშვნელობაზე, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის. ქეთევან ციხელაშვილმა მოსწავლეებს საელჩოს საქმიანობის სპეციფიკა გააცნო. 

საელჩო მადლობას უხდის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებს გულთბილი მასპინძლობისთვის, აგრეთვე, ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ ხელოვანებს გია რიგვავას, გიორგი ოქროპირიძეს და ნათია კალანდაძეს ჩვენი პატარა თანამემამულეებისთვის საინტერესო და სახალისო მასტერკლასის ჩატარებისთვის!