პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბერნში თამარ და ნათია ბერაიების საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა


23.06.2022

18 ივნისს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში, წმინდა პეტრეს და პავლეს ტაძარში, გაიმართა ქართველი პიანისტების, თამარ და ნათია ბერაიების, საფორტეპიანო კონცერტი. 

საფორტეპიანო კონცერტი მიეძღვნა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. 

კონცერტის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში და წმ. პეტრეს და პავლეს ტაძარი ბერნში.

კონცერტზე წარმოდგენილ იქნა შუბერტის, ფალიაშვილის, დავითაშვილის, დვორჟაკის, ყანჩელისა და ბრამსის ნაწარმოებები. 

ასევე გაჟღერებულ იქნა ქართული სიმღერა „სულიკო“.