პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის წარმომადგენლებისთვის მიგრაციის საკითხებზე ონლაინ კონსულტაცია გაიმართა


07.05.2020

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის COVID-19-თან დაკავშირებულ თემებზე ონლაინ კონსულტაციები გრძელდება. 6 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლის, მედიასთან ურთიერთობის ოფიცერის - ანა კაკუშაძის პირდაპირი ჩართვა.

პირდაპირი ჩართვისას IOM-ის წარმომადგენელმა ანა კაკუშაძემ 1 საათის განმავლობაში ისაუბრა COVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, ახალ რეალობაში ორგანიზაციის საქმიანობაზე, მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობებზე, მათ შორის - სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის განკუთვნილი "ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის" თაობაზე და უპასუხა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტო 1951 წელს დაარსდა, რომელიც მიგრაციის სფეროში წამყვანი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა. ორგანიზაციაში 173 სახელმწიფოა გაწევრიანებული. საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 1993 წლიდან მუშაობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ:

• დაიცვას მიგრანტთა ადამიანური ღირსება და კეთილდღეობა;

• ხელი შეუწყოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას მიგრაციის მეშვეობით;

• უპასუხოს მიგრაციის მართვის სფეროში მზარდ ოპერატიულ გამოწვევებს;

• განავითაროს მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აღქმის დონე.

შეგახსენებთ, აღნიშნული კონსულტაციის გარდა, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ორგანიზება გაუწია 11 ონლაინ კონსულტაციას COVID-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა უშუალოდ აშშ-ში (ქ. ვაშინგტონში, ქ. ნიუ იორკში 2-ჯერ - III), გერმანიაშიდიდ ბრიტანეთშიესპანეთშიიტალიაშისაბერძნეთსა და საფრანგეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის, აგრეთვე, განხორციელდა ონლაინ სამედიცინო  და ფსიქოლოგიური სახის კონსულტაციები, ზოგადად, უცხოეთში მყოფი ყველა დაინტერესებული თანამემამულისათვის.

უცხოეთში მყოფი თანამემამულებისთვის ონლაინ კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

                                                                                                                                 ონლაინ კონსულტაცია მიგრაციის საკითხებზე