პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ


13.08.2022

2022 წლის 12 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

 

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“, მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ ხორციელდება.  წელს ფოკუსი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დიასპორის ჩართულობის გაზრდასა და   სახალხო დიპლომატიის გააქტიურებაზე იყო გადატანილი, ეს კი ითვალისწინებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას და ყველა იმ აქტივობას, რაც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, მოზარდ და ახალგაზრდა თაობასთან აქტიური მუშაობას საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით და საზღვარგარეთ ქართული სოციალური, თუ ინტერნეტ მედიის მხარდაჭერას.

აღნიშნულ კონკურსში გამოვლინდა 17 გამარჯვებული:

 

რუსუდან ზაზაშვილი

ქვეყანა: ავსტრია, გრაცი

პროექტი: “ვიცოდეთ რისი პარტნიორები ვართ - ფოტოგამოფენა საგანძური”

ზურაბ ქათამაძე

ქვეყანა: აშშ, ნიუ-იორკი

პროექტი: “სფიჩის”-ს ინგლისურენოვანი ვებ გვერდი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების მასტერკლასები

ბექა გოგინაშვილი

ქვეყანა: აშშ, ნიუ-იორკი

პროექტი: “საზეიმო გალა კონცერტი”

ფიქრია ბარბაქაძე

ქვეყანა: აშშ, ნიუ-იორკი

პროექტი: “ნიუ-იორკის ქართული ჰანგები”

ანა ნანუაშვილი

ქვეყანა: გერმანია, შტუტგარტი

პროექტი: “დაიმკვიდრე მომავალი”

თამარ ლაცაბიძე

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, ლონდონი

პროექტი: “ქართლის ცხოვრების” ორი თხზულების ხელნაწერი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში

მაია შიოშვილი

ქვეყანა: აშშ, ნიუ ჯერსი

პროექტი: ქართული აკადემიური მუსიკის პოპულარიზაცია/საქართველოს მშვიდობიანი მისია მსოფლიოში

ბერდია ლიპარტელიანი

ქვეყანა: ესპანეთი, ბარსელონა

პროექტი: “ქართული სპორტი ევროპაში”

ნანატა ფერაძე-ჰამმერინ

ქვეყანა: ესტონეთი, ტალინი

პროექტი: “აფხაზეული”

დავიდ ალონი

ქვეყანა: ისრაელი, ხოლონი

პროექტი: ინტერნეტ-სამაუწყებლო პლატფორმა “DIASPORA TV”

ინგა მჭედლიშვილი

ქვეყანა: იტალია, მილანი

პროექტი: “თბილისური დღეები მილანში”

დავით ირემაძე

ქვეყანა: კანადა, სასკატუნი

პროექტი: “კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის აქტივობების გაშლა კანადის მასშტაბით, კანადური ბიზნეს ინტერესები საქართველოში მოზიდვის მიზნით”

გიორგი ჯანელიძე

ქვეყანა: საბერძნეთი, ათენი

პროექტი: “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასა და საბერძნეთის სამეფოს ურთიერთობა 1918-1921 წწ”

ნიკოლოზ გავრიელიდი

ქვეყანა: საბერძნეთი, ათენი

პროექტი: “ნიკო გომელაურის სახელობის თეატრისთვის მუდმივმოქმედი სცენის მოწყობა”

რევაზ კიკნაძე

ქვეყანა: საბერძნეთი, ათენი

პროექტი: “გზამკვლევი საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის”

ქეთევან ბაღათურია

ქვეყანა: შვედეთი, სტოკჰოლმი

პროექტი: “წარმატების ფორმულა”

ენრიკე გიორგი ცბინდენი 

ქვეყანა: შვეიცარია, ციურიხი

პროექტი: “თბილისობა შვეიცარიაში 2022”