პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები ქართველ ხალხს ულოცავენ გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებას


24.06.2022

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები თვითერის ანგარიშებზე ქართველ ხალხს ულოცავენ გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებას

🇪🇺 ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი:

„დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუსა და ირაკლი ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია და ლიდერების დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება ამას ადასტურებს.”

🇪🇺 ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი:

„ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.”