პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროვიზია 2021 - ერთად დავუჭიროთ მხარი ქართველ მონაწილეს, თორნიკე ყიფიანს!


18.05.2021

მიმდინარე წლის 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში ევროვიზიის სიმღერის რიგით 65-ე საერთაშორისო კონკურსი იმართება. კონკურსზე, რომელშიც 39 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას საქართველოს სახელით წარსდგება თორნიკე ყიფიანი სიმღერით - "You". 

ევროვიზიის კონკურსის წესების მიხედვით, თორნიკე ყიფიანისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვთ საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი კონკურსანტის წარმატებისთვის აუცილებელია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა. უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა უნდა უყურონ ადგილსამყოფელი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

კონკურსზე ქართველი მონაწილე მაყურებლის წინაშე, კონცერტის მეორე ნახევარფინალში, 20 მაისს, ევროპის დროით 21:00 საათზე წარსდგება. მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია: ესტონეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, ავსტრია, პოლონეთი, მოლდოვა, ისლანდია, სერბეთი, სან-მარინო, ალბანეთი, პორტუგალია, ბულგარეთი, ფინეთი, ლატვია, შვეიცარია, დანია. ასევე, მეორე ნახევარფინალში ხმის მიცემის უფლება აქვს ფინალში მონაწილე სამ ქვეყანას: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი.

თორნიკე ყიფიანის წარმატების მისაღწევად, მნოშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიური მხარდაჭერა. თქვენმა ხმამ შესაძლოა საქართველოს ფინალის საგზური და გამარჯვება მოუტანოს.

ერთად ვუყუროთ ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსს და მხარი დავუჭიროთ ქართველ მონაწილეს!