პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა


10.06.2019

მიმდინარე წლის 10 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა.

ფრანკფურტის უნივერსიტეტში რუსთაველის კაბინეტი გახსნეს უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა როლფ ფან დიკმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ფრანკფურტში, ლევან დიასამიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ და პროფესორებმა - იოსტ გიპერტმა და მანანა თანდაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კავკასიოლოგიის კათედრის ხელძღვანელის, პროფესორ მანანა თანდაშვილის ინიციატივით ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უცხოენოვანი თარგმანების შეგროვება. დღეისათვის ბიბლიოთეკაში პოემის 50-მდე თარგმანია რეგისტრირებული. ამჟამად კათედრაზე მიმდინარეობს "ვეფხისტყაოსნის" თარგმანების პარალელური კორპუსის შექმნა, რომელშიც ჩართულნი არიან ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტები.

რუსთაველის კაბინეტის გახსნა ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.