პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“


11.06.2022

2022 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, ხმათა უპრეცედენტო რაოდენობით - 95 მომხრე - მიიღო რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 60 ქვეყნის ინიციატივას წარმოადგენს.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

რეზოლუცია:

ზემოაღნიშნულთან ერთად, რეზოლუცია ავალებს გაეროს გენერალურ მდივანს მოამზადოს რეზოლუციის შესრულების ანგარიში, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ინსტრუმენტს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისთვის და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემატიკის წარმოსაჩენად.