პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიის ქართული სათვისტომოს საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში


29.06.2019

ა.წ. 29 ივნისს, გერმანიის ქალაქ კაიზერსლაუტერნში, გაიმართა გერმანიის ქართული სათვისტომოს ყოველწიური საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში.

ტურნირში სათვისტომოს თასის მოსაპოვებლად გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულმა თერთმეტმა ქართულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საბოლო ჯამში, ჩემპიონობა წელს უკვე მესამედ გუნდმა „იბერიამ“ (ცვაიბრუკენი) მოიპოვა, რის შედეგადაც გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი კვლავ მათი საკუთრება გახდა. მეორე ადგილი მიუნხენის გუნდმა „ჯორჯია მიუნხენმა“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე კი ქალაქ დრეზდენის გუნდი „იმედი“ გავიდა.

საუკეთესო ფეხბურთელის წოდება პირველი ადგილის მფლობელი გუნდის ნახევარმცველს, გიორგი მარგიანს, ხოლო საუკეთესო მეკარის წოდება „ჯორჯია მიუნხენის წევრს, ვიტალი მატვიენკოს ერგო. წლის საუკეთესო გულშემატკივარი კი პატარა თანამემამულე თეა მაკარიძე გახდა.

მინი-ფეხბურთში გერმანიის ქართული სათვისტომოს საქალაქთაშორისო ტურნირი უკვე ტრადიციულ სახეს ატარებს და წელს იგი მეცხრედ ჩატარდა.