პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

GITA -ს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაიწყო


20.02.2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული დამწყები, კერძო და მცირე საწარმოებისთვის. განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს. მოთხოვნილი გრანტისს მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი, სხვა, სასურველია - კერძო სექტორის, წყაროებიდან. დაუშვებელია სახელმწიფო გრანტების თანადაფინანსების წყაროდ წარმოდგენა.

ბიზნეს იდეის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის პირველი მარტი.

თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო და სხვა საჭირო დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://bit.ly/3KirIG7