პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა


20.06.2022

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილის აღნიშვნის ფარგლებში, საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა იაპონიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ მოსაზრებები საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიის, დღევანდელობისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე. 

ღონისძიება ჩატარდა "DINNING·BOOKLOUNGE Creadisce"-ის სივრცეში, სადაც პარალელურად ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა მიმდინარეობს. 

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ: 

ამავე დროს, შესაძლებელია ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება.

გამოფენა 25 მაისს გაიხსნა და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.