პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი 2023


24.11.2022

გამოცხადდა  2023 წლის საგრანტო კონკურსი - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას -  „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2018 წლიდან ახორციელებს.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული ქმედებებისა და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აგრეთვე დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდისა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ:

•           პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა ელჩების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის საფუძველზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული 27 ქვეყნიდან: ავსტრიის რესპუბლიკა; ამერიკის შეერთებული შტატები; ბელგიის სამეფო; ბულგარეთი; გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; დანია; დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; ესპანეთის სამეფო, ესტონეთი; თურქეთის რესპუბლიკა; იაპონია; ირლანდია; ისრაელის სახელმწიფო; იტალიის რესპუბლიკა; კანადა; ლატვია; ლიეტუვა; ნიდერლანდების სამეფო; პოლონეთის რესპუბლიკა; საბერძნეთის რესპუბლიკა; საფრანგეთის რესპუბლიკა; უკრაინა; უნგრეთი; შვედეთის სამეფო; შვეიცარია; ჩინეთი; ჩეხეთი.

•           კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდობის სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და  ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;

•           განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected].ge

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ საგრანტო პროგრამის დანართები:

1.     პროგრამის შესახებ ინფორმაცია;

2.        განაცხადის ფორმა.

საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები:

•           დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე მობ.: +995 592 80 46 55.

•           დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00).