პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკაში ვაქცინაციის სერთიფიკატის გაცვლის თაობაზე


07.09.2021

საფრანგეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მიიღონ საფრანგეთის მიერ გაცემული QR კოდიანი სანიტარული პასპორტი (pass sanitaire).  სანიტარული პასპორტის ქონა სავალდებულოა საზოგადოებრივ დაწესებულებებში ვიზიტისას საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე (მუზეუმი, თეატრი, რესტორანი და ა.შ.).

ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ტურისტებისათვის, ასევე, სტუდენტებისთვის, რომლებიც საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიემგზავრებიან სასწავლებლად.

უცხოური კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ სანიტარულ პასპორტზე (pass sanitaire) გადასაცვლელად, პირმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:

*ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სტუდენტებზე. სტუდენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:

https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants

საფრანგეთის ტერიტორიაზე 5 სექტემბრის შემდეგ შესულ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

როგორ უნდა მოითხოვოთ კოვიდ სერტიფიკატის გადაცვლა?

სერტიფიკატის გადაცვლის მოთხოვით შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (გარდა სტუდენტებისა):

https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etrangers

საფრანგეთში ჩარიცხული სტუდენტებისათვის:

https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants

ონლაინ მოთხოვნის გაგზავნისას, აუცილებელია ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, სადაც პირი მიიღებს ფრანგულ სერტიფიკატს, QR კოდით.

დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ამობეჭდილი ფორმით ან მობილურ აპლიკაციაში TousAntiCovid დამატებითა და გააქტიურების გზით.

დაუშვებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება რამდენიმე პირზე ერთდროულად.

განაცხადის განხილვის ვადა დადგენილი არ არის, რეკომენდირებულია ელექტრონული ფოსტის ხშირად შემოწმება. გასათვალისწინებელია, რომ პასუხი შესაძლოა მოვიდეს ელექტრონული ფოსტის ე.წ. spam განყოფილებაში.

ფრანგული სანიტარული პასპორტის მოპოვებამდე, საზოგადოებრივ დაწესებულებებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის შემთხვევაში.