მინდინარე წლის 17 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველო-ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრის ეგიდით გამოცემული ქართველი ავტორების, ნანა შალამბერიძისა და ლელა შურუპოვას წიგნებისა და თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.
ლიტარატურულ საღამოზე წარმოდგენილი იყო ავტორების შემდეგი ნამუშევრები:
- მიგრანტები (ორ წიგნად);
- მიქაელ პატრის მულვიჰილის წიგნი "ციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელი”;
- ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია;
- საბავშვო ლექსები;
- აქტივობის წიგნი;
- ქართულ-ირლანდიური და ირლანდიურ-ქართული სასაუბრო;
- ქართულ-უკრაინული და უკრაინულ-ქართული სასაუბრო;
- ირლანდიური ლეგენდები და ზღაპრები;
- 2022 წლის საბავშვო კალენდარი;
- ფერადი სევდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წევრები და ირლანდიელი სტუმრები.
ირლანდიაში საქართველოს საელჩო ულოცავს ნანა შალამბერიძეს და ლელა შურუპოვას ამ მიღწევებს და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით საქმიანობაში!