პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიაში ქართველი პოეტების შემოქმედებითი საღამო გაიმართა


15.12.2022

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, ირლანდიაში მოღვაწე ქართველი პოეტების, გიული ჩქარეულის, თამარ სამქანას და ფიქრია ბაფხოშვილის შემოქმედებითი საღამო სახელწოდებით “ჩემი ცის და მიწის სითბო შორეთს გამომყოლია” გაიმართა.

ღონისძიება ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა და კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობასა და დიასპორის გაძლიერებაზე ისაუბრა. 

ირლანდიაში საქართველოს საელჩო ულოცავს პოეტებს მიღწევებს და წარმატებებს უსურვებს შემოქმედებით საქმიანობაში.