2022 წლის 5 ივლისს, მალაიზიაში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების (EUNIC) მალაიზიის ფილიალის თანაორგანიზებით ქ. კუალა ლუმპურში მდებარე GSC-ის კინოთეატრში შედგა რეჟისორ ნანა მჭედლიძის მხატვრული ფილმის „პირველი მერცხალი“ ჩვენება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კუალა ლუმპურში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული ალიანსის, ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლები და მალაიზიის მოქალაქეები. ფილმმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.