პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ ბარიში “Geohouse”-ის მიერ ინიცირებული პროექტის პირველი შეხვედრა გაიმართა


23.06.2022

მიმდინარე წლის 9 ივნისს ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრნენ ბარიში მოქმედი ორგანიზაცია “Geohouse”-ის მიერ ინიცირებული პროექტის პირველ შეხვედრას.  

პროექტის მიზანია ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებს შორის ქართული იდენტობის შენარჩუნება, ქართული ენის სწავლება და კონტაქტების დამყარება თანამემამულეებს შორის.  

პროექტის ფარგლებში ბარისი მცხოვრები ახალგაზრდა ქართველები გეგმავენ კინოჩვენებების გამართვას, ქართული თანამედროვე მწერლების ნამუშევრების განხილვისა და დებატების მოწყობას. ასევე, სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას.

აღნიშნული ხელს შეუწყობს პულიას რეგიონში ახალგაზრდა დიასპორის წარმომადგენლების სოციალიზაციასა და ინტეგრაციას, ასევე მათ დაახლოებას ისტორიულ სამშობლოსთან. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა, კულტურულ-საგანმანათლებლო  ასოციაცია "იმედის" დამფუძნებელი ქალბატონი ცინარი ღვალაძე.