პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ მელბურნში იგეგმება საკონსულო ოლქის შემოვლა


23.05.2023

. მელბურნში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

2023 წლის 7-10 ივნისს, იგეგმება საკონსულო ოლქის შემოვლა ქ. მელბურნში საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.

შესაბამისი მომსახურების მისაღებად საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით - www.geoconsul.gov.ge აირჩიოთ შესაბამისი მომსახურება და შეავსოთ განაცხადი ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს მისამართზე.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ადგილზე წარმოსადგენი საბუთები:

პირადობის ელექტრონული მოწმობა;

1) ერთი ფოტოსურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.(30 აშშ დოლარი)

პასპორტი სრულწლოვანისთვის

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.(50 აშშ დოლარი)

პასპორტი არასრულწლოვანთათვის

1) ერთი ფოტო სურათი 3/4;

2) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;(25 აშშ დოლარი)

3) დაბადების მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაბადებულია ავსტრალიაში, დაბადების მოწმობა უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილის წესით.

4) 16 წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, სავალდებულოა ორივე მშობლის გამოცხადება, ხოლო 16 წლიდან საკმარისია ერთი მშობლის მოსვლა და მეორეს თანხმობა.

5) მშობლების მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა ან პასპორტი. დოკუმენტის ორიგინალი და ასლი).

საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა ჩარიცხოთ თანხა:

ACCOUNT NAME: EMBASSY OF GEORGIA

BSB-062900

ACCOUNT NUMBER: 10735930

SWIFT: CTBAAU2S

BRANCH: LONDON CIRCUIT BRANCH ADDRESS: 181 LONDON CIRCUIT CANBERRA, ACT 2602