პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული ხალხური ცეკვის საღამო ათენში


16.06.2019

მიმდინარე წლის 16 ივნისს, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ. ათენის თეატრ „პერუკეში“ გაიმართა დიასპორულ ორგანიზაცია ,,ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციასთან’’ არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის სოლო კონცერტი.

ქართული ცეკვის ანსამბლი დამსწრე საზოგადოების წინაშე თოთხმეტი ნაციონალური ცეკვით წარსდგა. კონცერტში მონაწილეობა მიიღო ასევე უკრაინის კულტურულ ასოციაცია „ტრებიტასთან“ მოქმედმა ცეკვის ანსამბლმა „ჰარმონია“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილმა ქართული ცეკვის ნომრებმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კონცერტის დასასრულს, „ბერძნულ-ქართულ კულტურული ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ხატია ქარსაულიძემ ქართული ცეკვის პედაგოგები - ხატია ძამუკაშვილი და შმაგი ჯიმშერაშვილი სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთში მოქმედი სხვადასხვა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ათენში მცხოვრები ქართველები.