პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული კულტურის დღე ათენში


30.06.2019

ა.წ. 30 ივნისს, ქ. ათენში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში, საბერძნეთის რეპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ლიკა ჯანელიძის ინიციატივით და ორგანიზებით, მოეწყო ქართული კულტურის დღე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციებისა და კულტურულ-შემოქმედებითი გაერთიანებების წევრებმა. ქართული კულტურის დღეზე „ათენის ქართულ სახლთან“ არსებულმა ვახტანგ VI სახელობის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, თეატრალური პერფორმანსის სახით, წარმოადგინეს მედეასა და არგონავტების მითიური ამბავი. ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ კი საზოგადოებას  წარუდგინა პროექტი „რუსთაველი ბერძნულად“, ხოლო ქართველმა მოსწავლეებმა წაიკითხეს სტროფები ბერძნულ ენაზე თარგმნილი ,,ვეფხისტყაოსნიდან“. გარდა ამისა, ზეიმის ფარგლებში, ,,ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციასთან’’ არსებულმა ქართულმა ცეკვის ანსამბლმა და ათენის განათლების და კულტურის ცენტრ ,,კავკასიასთან" მოქმედმა ხალხური ცეკვის ანსამბლმა წარმოადგინეს ეროვნული ცეკვები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ასევე ბერძენმა ფილოლოგმა იანის ბულიამ, რომელიც გახლავთ ქართული კულტურის დიდი მეგობარი და თაყვანისმცემელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.