პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული კულტურის ფესტივალი დნიპროში


16.06.2019

მიმდინარე წლის 15 და16 ივნისს, უკრაინაში, ქ. დნიპროში, დიასპორული ორგანიზაცია „ქართული სულის” და ალექსანდრე პეტროვსკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „სოლიდარობის” ორგანიზებით, ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალი ღია ცის ქვეშ ჩატარდა და იგი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში მოქმედმა დიასპორული ორგანიზაციებისა და ქართული ანსამბლების წარმომადგენლებმა. მათ შორის, ფესტივალზე ეროვნული ცეკვები წარადგინეს ქ. დნიპროში არსებულმა ცეკვის ანსამბლებმა - „რიონი“ და „შაბათობა“. ღონსიძიებაზე ასევე საქართველოდან სპეციალურად მიწვეულნი იყვნენ მომღერლები ოთო ნემსაძე და გიგა პაპასკირი.

ფესტივალის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქ. დონეცკში საქართველოს კონსულმა ირაკლი ადვაძემ და დიასპორული ორგანიზაცია „ქართული სულის” წარმომადგენელმა გიორგი ადამაძემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დნიპროს მერის მოადგილე, ალექსანდრე შიკულენკო, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ოლქის მეუფე სიმეონი, უკრაინაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სანდრო თოფურია საგარეო საქმეთა სამინიტროს პროექტ „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.