პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული კულტურის ფესტივალი თესალონიკში


29.09.2022

საქართველოს გენერალური საკონსულო თესალონიკში ავრცელებს ინფორმაციას ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ქართული კულტურის ფესტივალის შესახებ.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ეძღვნება. 

ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:

➡ 11 ოქტომბერი - 15:00სთ - რუმინ ფალავანდიშვილის ნახატების გამოფენა (გენერალური საკონსულო);

➡ 13 ოქტომბერი - 19:00სთ - ლეილა როშკის ნახატების გამოფენა (გენერალური საკონსულო);

➡ 19 ოქტომბერი - 15:00სთ - გიული სიყმაშვილის პოეზიის საღამო (გენერალური საკონსულო);

➡ 21 ოქტომბერი - 20:00სთ - რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმის “მოირას” ჩვენება (კალამარიის ჰილის თეატრი);

➡ 25 ოქტომბერი - 15:00სთ - სვეტლანა თუქჩიშვილის ნახატების გამოფენა (გენერალური საკონსულო);

➡ 30 ოქტომბერი - 12.00სთ - „თბილისობის დღესასწაული“ (ნეა ევლეტიას პარკი).

“თბილისობის დღესასწაულზე” მოსულ სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდებიან თესალონიკში მოქმედი ქართული რესტორნები და გამართავენ ქართული ტრადიციული კულინარიის მასტერკლას. ასევე, ქართული ცეკვის ანსამბლები მომღერლები და მუსიკოსები.