პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართველ დიპლომატს მექსიკის მაღალი აკადემიური ჯილდო გადაეცა


17.12.2021

8 დეკემბერს, მექსიკის თავდაცვის სამინისტროს ქ. მეხიკოს ბაზაზე საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან, დიპლომატებთან და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საელჩოს მრჩეველს თამარ გამილაღდიშვილ-გაგუას გადაეცა მექსიკის სამართლის უნივერსიტეტისა და UNIPOL- ის ჯილდო "Presea ZAFIRO" - მექსიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.

ქართველმა დიპლომატმა სიტყვით მიმართა და საელჩოს სახელით მადლობა გადაუხადა, როგორც მასპინძელი უნივერსიტეტებისა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას, ისე რესპუბლიკის სენატორებსა და მექსიკის სხვადასხვა შტატების გუბერნატორების წარმომადგენლებს.