პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან


13.09.2022

2022 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან - ნიკოლ დე მურთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები, ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.

ხათუნა თოთლაძემ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის, ასევე უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.