პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლონდონში საქართველოს საელჩოში ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიხსნა


12.12.2021

10 დეკემბერს, გაერთიანებულ სამეფში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ, საელჩოში გახსნა ლონდონში მცხოვრები ქართველ მხატვრის, ანდრო სემეიკოს გამოფენა. 

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით ქართველი მხატვრისა და დიასპორის წარმომადგენლის ნამუშევრები საელჩოს შენობაში იქნება გამოფენილი მომდევნო თვეების განმავლობაში.

ანდრო სემეიკოს ნამუშევრების ინსპირაციას საფუძვლად უდევს ქართული დამწერლობა და ქართველი პოეტების ვაჟა-ფშაველას, გალაქტიონ ტაბიძის და ტიციან ტაბიძის შემოქმედება. პროექტი შემუშავდა ცნობილი ბრიტანელი არტ-კურატორის ინგრიდ სვენსონის მხარდაჭერით.

გამოფენას ესწრებოდნენ ბრიტანეთში კულტურის სფეროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და საქართველოს ბრიტანელი მეგობრები.