პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მადრიდის საგამოფენო სივრცე ესპანეთში მოღვაწე ქართველ მხატვარს უმასპინძლებს


23.09.2022

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3-დან 8 ოქტომბრამდე მადრიდის საგამოფენო სივრცე “Espacio Mados”-ი უმასპინძლებს ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ლიკა შხვაცაბაიას პერსონალურ გამოფენას.

აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც გრაფიკული, ასევე ფერწერული ნამუშევრები.

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში ულოცავს ლიკა შხვაცაბაიას პერსონალური გამოფენის გამართვას და წარმატებებს უსურვებს მის შემდგომ შემოქმედებით საქმიანობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bit.ly/3xM27Ox