პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"მსურს მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ ჩვენს თანამემამულეს" - დავით ზალკალიანი


01.01.2022

ძვირფასო თანამემამულეებო,

უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო,

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებებს!

მსურს მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ვინც, უცხო ქვეყანაში დამკვიდრების რთული პროცესის პარალელურად, ინდივიდუალურად, თუ დიასპორულ გაერთიანებებში, არ იშურებთ ძალისხმევას სამშობლოსთან ძლიერი კულტურული და ემოციური კავშირების შესანარჩუნებლად, ვინც თან წაიღეთ ქართული ეროვნული ღირებულებები და ცდილობთ ამ ღირებულებების პოპულარიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც აირჩიეთ ცხოვრება.

მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელი დავაგვირგვინეთ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების განსაკუთრებული ღვაწლის აღიარებით, აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თუ რა დიდი ძალა ჰყავს სახელმწიფოს ქართული დიასპორის სახით და ჩვენ მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ აღნიშნულ პროექტს რათა თითოეული დიასპორელის ღვაწლი იქნას სათანადოდ დაფასებული.  თქვენი მიღწევების აღიარების პარალელურად, სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანას დიასპორაზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ 2021 წელი დატვირთული იყო ბევრი ერთობლივი საინტერესო პროექტით, პროგრამით და ღონისძიებით, რაც სახელმწიფოს მხრიდან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების გაძლიერებას ისახავდა მიზნად,  ესენია "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, „ფოლკლორული ანსამბლების მხარდამჭერი პროგრამა" და სხვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალ წელსაც ბევრ საინტერესო ინიციატივას ჩაუყრის საფუძველს, რათა კარი გავუღოთ დიასპორიდან მომდინარე ახალ იდეებსა და ინიციატივებს და კიდევ უფრო გავაღრმაოთ თქვენი კავშირი სამშობლოსთან.

გილოცავთ  შობა-ახალ წელს!

მშვიდობა, წარმატებები და გამარჯვებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. 

 

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიდეო მილოცვას შეგიძლიათ გაეცნოთ: