პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქართველ სტუდენტებთან


17.12.2021

16 დეკემბერს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ და საელჩოს თანამშრომლებმა შეხვედრა გამართა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც სწავლობენ ნიდერლანდების უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეხვედრის განმავლობაში, სტუდენტებმა და დიპლომატებმა იმსჯელეს არაერთ აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ნიდერლანდების საგანმანათლებლო და აკადემიურ შესაძლებლობებზე, ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე, ჰოლანდიურ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშორმლობაზე და სხვ. მათ ასევე განიხილეს   სტუდენტური აქტივობების ჩატარების საკითხი და საელჩოს როლი სტუდენტური ღონისძიებების მხარდაჭერის საკითხში.