პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოდესაში საქართველო-უკრაინის კულტურის საღამო გაიმართება


16.09.2021

2021 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოსა და ქალაქ ოდესის საქალაქო საბჭოს მხარდაჭერით გაიმართება საქართველოსა და უკრაინის კულტურის საღამო „საქართველო-უკრაინის ერთობა“. 

ღონისძიება ჩატარდება ქალაქ ოდესის ქალაქის ბაღის საზაფხულო თეატრში.

ღონისძიების დასაწყისი: 17:30 საათი, ხოლო ოფიციალური გახსნის ცერემონია: 18:00 საათი.

ღონისძიები ფარგლებში ჩატარდება საქართველოსა და უკრაინის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი; თემატური ფოტო გამოფენები; თანამედროვე უკრაინელი მხატვრების გამოფენა; ნაციონალური სამოსის, ქართული და უკრაინული ლიტერატურის და მხატვრული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოდან სპეციალურად მოწვეული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები. 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოდან სპეციალურად მოწვეული მომღერალისალომე ბაკურაძე; უკრაინელი მომღერალი ანასტასია ბუკინა; ჯგუფი „Premier Project”; ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „საქართველო“ და უკრაინის სამხატვრო კოლექტივი ცეკვის ანსამბლი „Дитинство“

ამასთანავე, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეები სალომე მელია და ნატალია ჟუკოვა. 

წარმოდგენილი იქნება ტრადიციული და თანამედროვე ქართული ტანსაცმლის ბრენდები, კერძოდ - „სამოსელი პირველი” და “შავდია”. უკრაინულ ნაციონალურ და თანამედროვე ტანსაცმელის ბრენდს „Незалежні“, წარმოადგენს ნატალია მაჟაროვა. 

გამოფენაზე ქართულ წიგნებს წარმოადგენს გამომცემლობა „მერიდიანი“ უკრაინულს კი - „Книгарня-кав’ярня“.

ღონისძიებას მხარდამჭერია: ავიაკომპანია „Sky Up“; მინერალური წყლის „ბორჯომი“; სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „ELT Building“; სასტუმრო „Дворянський“; რესტორანი „Kura“.