პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში იხსნება ახალი ქართული საკვირაო სკოლა


05.05.2021

საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ თესალონიკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით და თესალონიკის მერიის ხელშეწყობით, იხსნება ახალი ქართული საკვირაო სკოლა, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები შეძლებენ ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შესწავლას.

საკვირაო სკოლის გაკვეთილები ჩატარდება თესალონიკის N40 საჯარო სკოლის შენობაში, კვირაში ერთხელ - ყოველ შაბათ დღეს.

საკვირაო სკოლაში აღსაზრდელების რეგისტრაცია უკვე დაიწყო ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

 

[სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +30 6 973 462 002; +30 6 955 737 000]