პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს განცხადება კუნძულ კრეტაზე მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით


27.09.2021

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, დღეს, 27 სექტემბერს, კუნძულ კრეტაზე მოხდა ძლიერი მიწისძვრა. საელჩოს განცხადებით, კავშირზე იმყოფებიან კუნძულზე მცხოვრებ თანამემამულეებთან. ამ დროისთვის, საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, არც ერთი თანამემამულე არ დაზარალებულა.

შეგახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საბერძნეთში ცხელ ხაზზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს:

+30 6995779793

ასევე, შესაძლებელია საელჩოს ოფიციალურ სოციალური მედიის ფეისბუქის გვერდზე დაკავშირება.