გაეროს სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (UN Agency - IOM), საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისთან (OFII) პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველთა დახმარებას, სამედიცინო რეინტეგრაციის კუთხით.
პროექტი ითვალისწინებს იმ 100 ადამიანის (300-ის - ოჯახის წევრების ჩათვლით) ნებაყოფლობით დაბრუნებას საფრანგეთიდან საქართველოში, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამედიცინო დახმარებას მოგზაურობის დროს ან /და საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
კერძოდ, სამედიცინო პრობლემების მქონე პირთა დაბრუნებაში დახმარება გულისხმობს:
- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო პერსონალის მიერ თქვენი პირადი მდგომარეობის შეფასებასა და მკურნალობის გეგმის შემუშავებას საქართველოში;
- ფინანსურ დახმარებას საქართველოში სამედიცინი ხარჯების დასაფარად დაბრუნებიდან 6 თვის განმავლობაში;
- თქვენს საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას აეროპორტებში საფრანგეთიდან გამგზავრების, ტრანზიტის ან/და საქართველოში ჩასვლის დროს;
- საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო და/ან ოპერატიული ესკორტის უზრუნველყოფას საფრანგეთში თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან საქართველოში დანიშნულების ადგილზე მისვლამდე;
- საჭიროების შემთხვევაში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უზრუნველყოფს, ასევე, თქვენი ოჯახის უახლოესი წევრების მგზავრობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და ფინანსურ საკითხებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და სამედიცინო რეინტეგრაციის პროგრამის კონსულტანტს (ორენოვანი - ფრანგულ-ქართული), რომელიც გაგესაუბრებათ თქვენი პროექტის შესახებ, კონფიდენციალურობის დაცვით და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: +33 (0) 6 16 08 63 69 (ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, საფრანგეთის დროით, 10:00-12:00 და 14:00-16:00 საათებში) / ელ. ფოსტა: [email protected]
[ცნობისთვის, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნების მსურველ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ასევე, ისარგებლონ ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელსაც ახორციელებს საქართველოში არსებული OFII - http://www.retourvolontaire.fr/]