პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით იტალიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


17.12.2021

2021 წლის 14 დეკემბერს, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივითა და იტალიაში საქართველს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით: Cultural Heritage and Urban health New perspectives for cultural Heritage preservation and Urban development in Tbilisi An open dialogue between Georgia and Italy”

ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებითა და Politecnico di Milano-ს აკდემოური პერსონალის, კერძოდ კი პროფესორ ნორა ლომბარდინის ძალისხმევით წიგნი გამოიცა ქალაქ რომში, გამომცემლობა Aracne editrice-ს მიერ.

წიგნში შესულია წამყვანი ქართველი და იტალიელი არქიტექტორებისა და ასევე სხვადასხვა სფეროს წამყვანი სპეციალისტების ნაშრომები, რომლებიც გაერთიანებულია შემდეგ თემებმა: ახალი პერსპექტივები კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში; რესტავრაცია-კონსერვაცია; ურბანული ჯანრთელობა; საქართველოსა და იტალიას შორის არსებული აკადემიური კავშირები და მათი განვითარების შესაძლებლობები.

ღონისძიებას დაესწრო ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან, ქალბატონი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი და საელჩოს წარმომადგენლები.

ონლიან პლატფორმის საშუალებით დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, როგორც ქართველმა , ასევე იტალიელმა მომხსენებლებმა.

ახალგაზრდა ელჩი მადლობას უხდის იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ კონსტანტინე სურგულაძეს, ასევე, წიგნის გამოცემის პროცესში ჩართულ ყველა პირს და პრეზენტაციის დამსწრე აუდიტორიას.

წიგნის შეძენა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით:

http://www.aracneeditrice.it/.../pubblicazione.html...