პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და დიაგნოსტიკურ ცენტრ „პლატონს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


07.12.2021

2021 წლის 7 დეკემბერს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და დიაგნოსტიკურ ცენტრ „პლატონს“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ყველა საქართველოს მოქალაქისთვის, აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებზე, ფასდაკლების პაკეტის შეთავაზებას.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ და დიაგნოსტიკური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრიას ნიკოლაიდისმა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „პლატონში“ ფასდაკლების პაკეტი იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში.