პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს შესახებ ყოველწლიური ღონისძიება საქართველო-ოქსფორდის ფორუმის გახსნითი ღონისძიება გაიმართა


20.06.2022

10 ივნისს, საელჩოს ორგანიზებითა და ოქსფორდის უნივერსიტეტთან და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს შესახებ ყოველწლიური ღონისძიების საქართველო-ოქსფორდის ფორუმის გახსნითი ღონისძიება გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური ფორუმი, რომლის მასპინძელი და პარტნიორია ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანტონის კოლეჯი წელს საელჩოს ინიციატივით დაარსდება. წლევანდელი ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს როლს ევროპასა და მსოფლიოში „Georgia in Europe and the wider world”.

ფორუმი გახსნეს ელჩმა სოფიო ქაცარავამ, ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების განყოფილების ხელმძღვანელმა, თიმ პაუერმა და ოქსფორდის გლობალური სწავლების სკოლის ხელმძღვანელმა, კრისტოფერ გერიმ.

ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებლები იყვნენ ჯონათან ჯანოგლი, ბრიტანეთის პარლამენტში პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, საქართველოს ელჩი ბრიტანეთში,  გიორგი ხელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარკ კლეიტონი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში და ვიქტორ ყიფიანი, კვლევითი ორგანიზაციის Geocase-ის თავმჯდომარე.  ფორუმის ფარგლებში გაიმართა თემატური პანელები, სადაც განხილულ იქნა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ასევე საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება.

ფორუმს ესწრებოდნენ აკადემიური, საგანმანათლებლო, პოლიტიკური, დიპლომატიური და კულტურის სფეროების წარმომადგენლები. ღონისძიების შემდეგ გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია ცნობილი ბრიტანელი მწერლისა და წიგნის “Testing Georgia” ავტორის, კარლა კაპალბოს მონაწილეობით.