პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს იდეების მხარდაჭერა კახეთის მხარეში


31.08.2021

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პროექტის ფარგლებში “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება - პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში”, რომელიც დაფინანსებულია IOM-ის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, აცხადებს საგრანტო კონკურსს “საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს იდეის მხარდაჭერა კახეთის მხარეში”.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციასა და ადგილობრივი თემების გაძლიერებას რიგი ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს გრანტების გაცემას, ისეთი ბიზნეს იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.

პროექტით განსაზღვრული საგრანტო კონკურსის განხორციელება გათვალისწინებულია თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტებში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

გრანტის ოდენობა და გამოყენების მიზნობრიობა:

პირმა, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ წინაპირობებს, ბიზნეს იდეის განაცხადის შევსებული ფორმა უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 20 სექტემბრის დღის ბოლომდე, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] 

განაცხადის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/3k6ARCW 


ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ლიკა ძამუკაშვილს, ელ ფოსტა: [email protected] ; ტელეფონი: 577 21 09 27