პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება და სამედიცინო რეინტეგრაცია


27.09.2021

2021 წლის 1 აპრილიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პროექტს , რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველთა დახმარებას , სამედიცინო რეინტეგრაციის კუთხით. პროექტი ითვალისწინებს, 100 ადამიანის (300- ის მათ შორის მათი ოჯახის წევრების ჩათვლით ) ნებაყოფლობით დაბრუნებას საფრანგეთიდან საქართველოში და რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სამედიცინო დახმარებას მოგზაურობის დროს ან / და საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

გამგზავრებამდე, ბენეფიციარების სამედიცინო საჭიროებები განისაზღვრება სამედიცინო შეფასებით, მოგზაურობის დროს და საქართველოში დაბრუნებისთანავე. გარდა ამის, ფინანსური დახმარება რომელიც განსაზღვრულია ამ პაციენტებისათვის, ფარავს სამედიცინო ხარჯებს დაბრუნებიდან 6 თვის განმავლობაში. 

 

თქვენს კითხვებს უპასუხებს IOM- ის ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და სამედიცინო რეინტეგრაციის პროგრამის ორენოვანი ( ფრანგულ - ქართული )  კონსულტანტი შემდეგ ნომერზე:

ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს 10: 00-12: 00 და 14: 00-16: 00

T: 06 16 08 63 69

ელ . ფოსტა : [email protected]

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბროშურაში.

ეს პროგრამა დანერგილია და ფინანსდება საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისის, OFII -სთან პარტნიორობით.