პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსულო შემოვლა ქალაქ სტრანსბურგში


02.11.2021

საქართველოს საელჩო საფრანგეთში, მიმდინარე წლის 2-3 დეკემბერს, ქ. სტრასბურგში გეგმავს საკონსულო შემოვლას, საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.

მოქალაქეთა მიღება გაიმართება ცოცხალი რიგით 2 და 3 დეკემბერს 10:00-14:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე:

6, rue Jean Hermann, 67000 Strasbourg, France

სტრასბურგში 2-3 დეკემბრის საკონსულო შემოვლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შემდეგი მომსახურებების მიღება:

დეტალური ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: 

http://france.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=1929&lang=1

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს შემდეგ ნომერზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 

01 45 02 11 07 (ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00)

[email protected]

საკონსულო მიღებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ კოვიდ პანდემიის უსაფრთხოების წესები და ატაროთ პირბადე.