პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ათენში


03.12.2021

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 4 და 5 დეკემბერს, ათენში, „ამაქსოსტასიოს“ ღია სივრცეში, გაიმართება  ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა.

ტრადიციულად, საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-საყიდვაზე საქართველოს საელჩოც იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება საბერძნეთში მცხოვრები ქართველების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, ქართული ღვინო, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიული ანსამბლები:

ათენის კულტურის ცენტრი ,,კავკასიის” (შაბათს, 4 დეკემბერს, 11.30 საათზე);

ბერძნულ-ქართული  კულტურული  ასოციაციის (კვირას, 5 დეკემბერს, 14.00 საათზე).

მისამართი: ათენი, „ამაქსოსტასიო“ (ΑΜΑΞΟΣΤΑΣΙΟ, Πειραιώς και Ερμού, Αθήνα 105 53).

ორდღიანი გამოფენა-გაყიდვა დაიწყება 10.00 საათზე და გაგრძელდება 20.00 საათამდე.

დასწრება უფასოა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ როგორც მონაწილეებისთვის, ისე სტუმრებისთვის, აუცილებელია აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

4 წლიდან 17 წლამდე მოზარდებმა უნდა წარადგინონ სწრაფი ან rapid ტესტების პასუხი.