პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები საქართველოს დედაენის დღეს ულოცავენ


19.04.2021

საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და თანამემამულე მოზარდებში ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი რიგი ღონისძიებები გამართა. მათ შორის, დედაენის დღის ფარგლებში, უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების მოსწავლეებმა, რომელთა შორისაა დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სტუდენტები და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე - 87 წლის ჯინ ბლეიქმენი, მოამზადეს ძალიან ემოციური ვიდეო მიმართვები, სადაც ისინი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას ქართული ენის მიმართ და საქართველოს დედაენის დღეს - 14 აპრილს ულოცავენ. 

ვიდეო მიმართვები მოამზადეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედმა შემდეგი ქართული საკვირაო სკოლებისა და ქართული ენის შემსწავლელი კურსების მოსწავლეებმა: