პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეიცვალა ათენის საკონსულოს ცხელი ხაზის ნომერი


20.04.2023

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ათენში ავრცელებს ინფორმაციას ცხელი ხაზის ნომერის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ცხელ ხაზზე დაკავშირება ხდება მხოლოდ ფორსმაჟორულ და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის:

გარდაცვალება,

გატაცება,

ტრეფიკინგი,

არასრულწოვანის მიმართ არასათანადო მოპყრობა,

საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელი დადგენა,

დაკავება,

ბუნებრივი კატაკლიზმები.

ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფაქტის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყონებლივ დაუკავშირდეთ საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქალაქ ათენში ქვემოთ მითითებულ ცხელი ხაზზის ნომერზე.

ახალი ცხელი ხაზის ნომერია +30 695 222 0000.