პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტიპენდიები საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის


23.05.2023

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) უნივერსიტეტის - ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლასთან (ELGS) გრძელვადიანი, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპული სამართლისა და ევროპული მმართველობის ფაკულტეტებზე, წელსაც გამოიყო სასწავლო სტიპენდიები.

2023 წლის სასტიპენდიო პროგრამებზე მოლაპარაკებები საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და EPLO-ს უნივერისტეტის რექტორატს შორის წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. დასკვნითი შეხვედრა 17 მაისს გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2022 წლის მსგავსად, სტიპენდიები გაიცემა 2023 წელსაც როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე.

უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი საბერძნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების დიპლომების ექვივალენტურია.

ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა სამი წელია, ხოლო მაგისტრატურაში 1 წელი და 3 თვე. სწავლის პროცესი ჰიბრიდულია. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ როგორც ფიზიკური დასწრებით, ისე დისტანციურად. სწავლა წარიმართება ინგლისურ ენაზე.

საბუთების მიღება იწყება 22 მაისიდან და გაგრძელდება 2023 წლის 28 ივლისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს საელჩოში:

ტელეფონი: 2107489180

ელ. ფოსტა: [email protected]

საკონტაქტო პირი: ანი უძილაური, საელჩოს პირველი მდივანი.