პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში ანკარაში მოღვაწე ქართველი პიანისტის თამარ ბარდაველიძე-თორეს შემოქმედებითი საღამო გაიმართა


27.06.2019

ა.წ. 25-26 ივნისს, ქ. თბილისში, თურქეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსისა და პიანისტის, თამარ ბარდაველიძე-თორეს შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

საქართველოს დედაქალაქს თურქეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი და პედაგოგი თავის აღსაზრდელებთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ჩატარდა მუსიკოლოგ ლალი კაკულიას ლექცია "მუსიკის ჯადოსნური სამყარო". ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებისთვის თამარ ბარდაველიძე-თორეს აღსაზრდელებმა შეასრულეს ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

გარდა ამისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირისა დათურქეთის საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა თამარ ბარდაველიძე-თორესა და მისი მოსწავლეების კონცერტი და შედგა შეხვედრა ქართველ კომპოზიტორებთან.

ვიზიტის დასასრულს, თამარ ბარდაველიძე-თორემ და მისმა აღსაზრდელებმა ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერეს.